logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კობახიძე: იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ
კობახიძე: იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ
14:59 25.03.2019
„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.

ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

„გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თანდათანობით დაუახლოვდება ნატო-ს და ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„გვქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ, კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა