logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლადო კახიძე: ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ქალაქის, ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა
ლადო კახიძე: ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ქალაქის, ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა
12:58 25.03.2019
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, განსაკუთრებული ქალაქის, მისი ასევე გამორჩეული ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ მთაწმინდის ოლქში გააგრძელოს საქმე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო.

„თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი, როგორც მოსახლე პოპულაციით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც უძველეს ქალაქს უდგას. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით ყველანი ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს გამართული იმ ენაზე მოუბარი, რომელსაც მოსახლეობა კარგად აღიქვამს. და მოსახლის სატკივარის, სწორი ტრასფორმირება მოხდება საკანონმდებლო სივრცეში. ამ დიდებულ ქალაქში ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილებისა და შვილიშვილების მიმართ“, – განაცხადა კახაძემ.

კითხვაზე, თავად ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა თუ არა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, ლადო კახაძე აცხადებს, რომ შემოთავაზება მიიღო „ქართული ოცნებისგან“.

„შემოთავაზება მივიღე ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. ამ ოჯახის ყველა წევრმა, ყველა ბინადარმა, დღეს დაადასტურა, რომ მე ამ ოჯახში ვარ მათი ნებელობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნებელობა ორმხრივია და წარმატების საწინდარია“, – განაცხადა კახაძემ.

კითხვაზე, როგორ აფასებს თავის კონკურენტებს, ლადო კახაძე აღნიშნა, რომ საპაექრო ველი ორიენტებული იქნება კარგი საქმის დაბადებაზე.

„მე ექიმი ვარ და ზოგჯერ კიბოსთან მაქვს საქმე, ზოგჯერ ტუბერკულოზთან, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს ორსულებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს საპაექრო ველი იქნება მომავალი შვილის დაბადებაზე ორიენტირებული, კარგი საქმის დაბადებაზე, ამიტომ თითოეულ მათგანს განვიხილავ, როგორც ერთის საქმის, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვეხმაროთ“, – განაცხადა კახიძემ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა