გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია -
„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. ამ ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთი მხრივ, იყოს რეგულარულად ინფორმირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, გადავდგათ ჩვენ ნაბიჯები იმისთვის, რომ ამოქმედდეს ვიდრე დეოკუპაციამდე ადგილზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტები. ძალიან რთულია, გაზომო შედეგიანობა ამ რეზოლუციების იმ პირობებში, როდესაც რეალურად მართლაც საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ინსტრუმენტების მუდმივი, რეგულარული გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

















