მიმდინარე წლის საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.
იენს სტოლტენბერგის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებთანაა დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.
ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში.

















