logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გახარია: მტკიცებულებების მოპოვება კიბერდანაშაულის ნაწილში არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, დარწმუნებული ვარ, დავაკავებთ
გახარია: მტკიცებულებების მოპოვება კიბერდანაშაულის ნაწილში არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, დარწმუნებული ვარ, დავაკავებთ
13:09 23.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თიბისი ბანკზე კიბერშეტევის შესახებ ისაუბრა. გახარიას განცხადებით, სამინისტროს უკვე ჰქონდა განცხადება მიღებული, იგივე მისამართიდან.

„ეს იყო მცდელობა შეღწევის, რაც არის რა თქმა უნდა დანაშაული. ეს მცდელობა მოხდა, თუ არ მეშლება, 16 ივლისს და 17-ში მივიღეთ ჩვენ წერილი. რა ხდებოდა ამის წინ, აქამდე. აქამდე ჩვენ გვქონდა სხვა მუქარის განცხადება, მისი, ასე ვთქვათ, ელექტრონული სივრცის გატეხვის თაობაზე, შეღწევის თაობაზე და იქ გარკვეული მანიპულაციების თაობაზე. ეს იყო დაახლოებით აპრილი და ჩვენ ამ თემაზე უკვე გამოძიება გვქონდა დაწყებული სხვა საქმის ფარგლებში. იმ საქმის ფარგლებში ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვქონდა რუსთაველის 12, იდენტიფიცირებული გვქონდა კონკრეტული კომპანია და ამ კომპანიის კონკრეტულ კომპიუტერებზე ვმუშაობდით, რა დროსაც შემოვიდა თიბისიდან ეს წერილი. თქვენ შეიძლება აღქმების დონეზე წარმოგიდგენიათ, რომ ეს მარტივია, მაგრამ ეს არის კიბერდანაშაული, რომელშიც სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძლიერი პოზიციები არ აქვს, სამწუხაროდ. მოდის ეს წერილი, ამის შემდგომ, ხდება უკვე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, ამასაც გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით 1 კვირა-10 დღე და ამის შემდგომ ხდება მთლიანად ამ სივრცის, საიდანაც პოტენციურად შესაძლებელი იყო, რომ მსგავსი სამართალდარღვევა მომხდარიყო, ლიკვიდირება. იქიდან სრულად ელექტრონული ტექნიკის ამოღება. ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლო ალბათ, ან სექტემბრის დასაწყისი. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც რისკი, რომ მსგავსი რამ გაგრძელებულიყო, როგორც კი მოხდა იდენტიფიცირება, საიდან იყო კონკრეტულად ეს გავრცელებული, იქნა ლიკვიდირებული. ჩვენ ხომ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ რაღაც მოგვეჩვენოს, ან თუნდაც ვიღაც ბანკის ხელმძღვანელმა, რომ მოგვწეროს წერილი და თქვას აი, აქედან მივიღე და „ჩვენ, ვფიქრობთ, რომ იქიდან იყო მცდელობა“, ჩვენ შეგვიძლია იქ შევვარდეთ და ამოვიღოთ? ამას სჭირდება სასამართლოს განჩინება, ამ განჩინებას სჭირდება შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული მტკიცებულებები, ეს პროცესია და ეს არ არის ასე მარტივად. მტკიცებულებების მოპოვება კიბერდანაშაულის ნაწილში არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამას სჭირდება შესაბამისი „აიპი“ მისამართებიდან ნახვა. ეს ხომ არ არის ის, რომ სხვის საკუთრებაში შეხვიდე და აბა მანახე კომპიუტერი, ეს ასე არ ხდება. ამასაც თავისი განჩინება სჭირდება, შენ შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები თუ არ გაქვს, მოსამართლე არასოდეს არ მოგცემს ამის უფლებას. ჩვენ ხომ კერძო სივრცეზე ვსაუბრობთ. ჩვენ, რომ შეგვეძლოს ასე ბანკში შესვლა, მაგალითად. მოგვეჩვენა, რომ საიდანღაც რაღაც არაკანონიერი ქმედებები ხდება და შევიდეთ? ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ესე არ არის, რომ შევიდეთ და ვიღაცეების კომპიუტერები წამოვიღოთ, არ ხდება ეს ასე. დარწმუნებული ვართ, რომ დავაკავებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა