logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ფადი ასლი პოლიტიკურად მიკერძოებულია
ირაკლი კობახიძე: ფადი ასლი პოლიტიკურად მიკერძოებულია
17:04 22.03.2019
„ფადი ასლის სიაში ჩამოთვლილი იყო, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები”,- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლისა და მის მიერ გამოქვეყნებულ კომპანიების სიის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფადი ასლი მიკერძოებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ.

„ვიცით, რომ ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები არის, ბუნებრივია, მიკერძოებული. მის სიაში იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვინმე ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, მმართველი გუნდი მზადაა ამაზე რეაგირება მოახდინოს.

„2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევა. იყო ტოტალური რეკეტი. 10 ათასზე მეტ ადამიანს წაართვეს ქონება სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პირველ რიგში ბიზნესმენებს 2012 წლამდე. 10 ათასზე მეტ ადამიანს. არცერთი ფაქტი აღარ არსებობს 2012 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი მიღწევა. თუ ვინმე კონკრეტულ ფაქტებს მოიტანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხს ჩავხედოთ და რეაგირება მოვახდინოთ. მაგრამ, რაც შეეხება ვითარებას, აი ეს არის -10 ათასიდან ჩამოსულია ნულამდე. აქედან გამომდინარე, ფადი ასლი რას იტყვის, რომელიც არაფერს არ ამბობდა მაშინ, როდესაც ათი ათას კაცს აყაჩაღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს არ არის რელევანტური და საინტერესო”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა