logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გახარია: თითოეულ პოლიციელთან და სამინისტროს გუნდთან ერთად ველოდით შინაარსობრივ საუბარს
გახარია: თითოეულ პოლიციელთან და სამინისტროს გუნდთან ერთად ველოდით შინაარსობრივ საუბარს
16:30 22.03.2019
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის და დეპუტატების შეფასებების შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, ის დღესაც პარლამენტში ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს, ნაცვლად ამისა გამოითქვა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რაც მისაღებია ასევე.

"სამწუხაროდ, ჩემი აქ ყოფნა, ისევე, როგორც პრემიერის, განპირობებული იყო სერიოზულ თემაზე, სერიოზული საუბრისთვის, თუმცა ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ინტერპრეტაციების ველი, ეს ყველას არჩევანია. რაც შეეხება კრიმინოგენულ მდგომარეობას: ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ მივედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, სრული პასუხისმგებლობით და ზუსტად ვიცოდით ამას რა მოჰყვებოდა. ვთქვით, რომ იმისთვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ეს პრობლემა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. სწორედ ამიტომ, ავიღეთ ვალდებულებად და ამას ბევრი არ იჯერებდა, რომ ჩვენ პირველ ნაბიჯს რასაც გადავდგამთ, ეს იქნება სტატისტიკის სრულყოფილი, სრული გამოქვეყნება - რაც დავიწყეთ და გავაკეთეთ.

გარწმუნებთ, რომ მაშინ სრულად ვიაზრებდით რამხელა პოლიტიკურ ინსტრუმენტს და რამხელა წნეხის საშუალებას ვაძლევდით ოპონენტებს, მაგრამ ეს გავაკეთეთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პრობლემის სისტემური მოგვარება არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი მიდგომით შეუძლებელია.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას: პირველი და აქ ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულში ჩვენ გვაქვს ან უცვლელი მონაცემები, ან კლება, ისეთი დანაშაული, როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება - აქ ჩვენ გვაქვს კლება. უფრო მეტიც, თქვენ რომ აიღოთ სტატისტიკა მაგალითად 2001 წლიდან და შეადაროთ 2017-2018 წლამდე, ნახავთ, რომ მკვლელობებში და ყაჩაღობებში ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამ წლების განმავლობაში ბუნებაში არ ყოფილა.

ახლა რაც შეეხება ობიექტურ გარემოებებს: ზოგი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მატება, მაგალითად, ქურდობის მიმართულებით. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მიმართულებით. მაგალითად ისეთი დანაშაულების, რომელიც საერთოდ არ აღირიცხებოდა მუქარის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელი მდგომარეობის სრული გააზრებით გეგმავს მის ყოველდღიურ მუშაობას, გეგმავს რეფორმების გატარების თანმიმდევრულობას და ყოველდღიურად, მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედებს ისე როგორც საჭიროა.

რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც ხდება, თქვენც ბრძანეთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მეგობრებო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელ ჩემს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, რომელიც დღესაც აქ ჩემსავით ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს, ხელისუფლება, მათ შორის, პარლამენტი და ოპოზიციაც, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, მხარს დაუჭერს და დისკუსიაში შევა შინაარსობრივ ნაწილში როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, ნაცვლად ამისა მიიღეს რაღაც პოლიტიკური განცხადებები, რაც მისაღებია ასევე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური, მე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა, ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, ჩვენ გვაქვს გარკვეული ზრდა და აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რამეთუ ყველას კარგად ხომ გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი იყოს წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციას კითხვები ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა