დღეს ახალ ტრადიციას ვაყალიბებთ და ეს ტრადიცია უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაცის საშუალება არ იყოს
- ასე დაიწყო მიმართვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.
მდინარაძის განცხადებით, დღეს უნდა ილაპარაკონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. გაზრდილ კრიმინალთან, ოპონენტების წამოწყებულ ახალ პიარ კამპანიასთან თუ სინამდვილეში რა ხდება.
"თქვენც შეამჩნევდით ალბათ, ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ კრიმინალი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში და არ მგონია ბოლო დღეებში ისე გაზრდილიყოს, რომ მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო საჭირო ამის განსაკუთრებული აფიშირება, მაგრამ ასე მოხდა საინფორმაციო მხარდაჭერა გაქვთ- გილოცავთ. თუმცა, საინფორმაციო მხარდაჭერა ადამიანებს, რომლებიც დღეს დანაშაულის დაფარვაზე საუბრობდით, მათ ოჯახებს არ ჰქონდათ მაშინ, როდესაც დანაშაულს კი არა გვამებს მალავდით და სახურავებზე აგდებდით, ეს ისე გახსენებისთვის. რაც ძალიან არ გსიამოვნებთ, მაგრამ ეს ასეა", - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი ბევრმა ვერ გაითავისა და არ გაითავისა, რადგან ასე აწყობთ.
"როგორ შეიძლება ორ პოლიციის განყოფილებაში სხვაგვარად მოხვდეს აღრიცხვა მარტივად, ამაზე მარტივად აღარ შეიძლება. დაუშვად, ერთში მივიდა ათი ადამიანი, რომელმაც ვთქვათ თქვა, რომ დაკარგა მობილური ტელეფონი, მეორე ათმა იგივე განყოფილებაში თქვა, რომ მოპარეს მობილური ტელეფონი. იგივე მოხდა მეორე განყოფილებაშიც ათმა თქვა, რომ დაკარგა, აღმა კი მოპარეს. პირველ განყოფილებაში ვისაც მოპარეს იმას უთხრეს, მოდით დაწერეთ, რომ დაკარგეთ და თუ რაღაც კვალზე გავალთ შემდეგ დავიწყებთ გამოძიებას, დაკარგვასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ არ დაიწყეს გამოძიება. მეორე განყოფილებაში მოპარვაზე პატიოსნად დაიწყეს გამოძიება და იმ დაკარგულზეც უთხრეს, რომ იქნებ იყოს დანაშაული და მოდით დავიწყოთ გამოძიება. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ პირველ განყოფილებას აქვს ნოლი დანაშაული, მეორეს კი ოცი. ეს არის განსხვავება, როდესაც პატიოსნად აღრიცხავ. შესაძლებელია, იყოს ათიც, რომ უბრალოდ სტატისტიკურად როგორც გეუბნებიან ისე აღარ იაზროვნო მეტი და ამ შემთხვევაში გექნება ათი. ეს არის მარტივი გასაგები ამბავი, რომელიც ვიღაცეებს არ სჭირდებათ და არ უნდათ", - დასძინა მდინარაძემ.
მდინარაძე ასევე გამოეხმაურა პროკურორის უფლებამოსილებისგან საგამოძიებო ორგანოების გამომძიებლის უფლებამოსილების გამიჯვნას. მისი თქმით, ეს არის სწორი მიდგომა იმისა, რომ დანასაულის პრევენცია უფრო პროფესიონალურ დონეზე მოხდეს. მდინარაძის განამრტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამაც დადაებით შეფასება გასცა
მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, დაიცვან ობიექტურობა და საქმეზე ილაპარაკონ, რადგან უპასუხიმგბლო განცხადებებით დანაშაულს უწყობენ ხელს.
" თქვენი მიზანი დღეს არ იყო, თქვენ თვითონ აღიარეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, არ იყო დღეს პასუხების მოსმენა და რეალობის აღქმა და რა თქმა უნდა, ამის გადაცემაზე საზოგადოებისათვის ხომ საუბარი ზედმეტია, თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად რა ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, მაგრამ რეალურად, თქვენ საქმეზე აღარასდროს აღარ ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ საქმეზე ლაპარაკის დროს უტრირებთ, იმიტომ, რომ ხელს უწყობთ დანაშაულს თქვენი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როდესაც საუბრობდით იმაზე, რა მოხდა და რა რეაგირება მოყვა, ამაზე არ საუბრობთ. მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა მაინც დაიცვათ ობიექტურობა. ეს თქვენ ამომრჩევლებთან მაინც გამოგადგებათ და სუბიექტური ინტერესი მაინც იქნებ იყოს თქვენი ქმედების განმსაზღვრელი", - განაცხადა მდინარაძემ.

















