logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მიზანია ყოველ მეხუთე ან მეექვსე წინადადებაში ივანიშვილი ახსენოთ, ეს თუ გამოგრჩათ, თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს
მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მიზანია ყოველ მეხუთე ან მეექვსე წინადადებაში ივანიშვილი ახსენოთ, ეს თუ გამოგრჩათ, თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს
15:18 22.03.2019
დღეს ახალ ტრადიციას ვაყალიბებთ და ეს ტრადიცია უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაცის საშუალება არ იყოს - ასე დაიწყო მიმართვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

მდინარაძის განცხადებით, დღეს უნდა ილაპარაკონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. გაზრდილ კრიმინალთან, ოპონენტების წამოწყებულ ახალ პიარ კამპანიასთან თუ სინამდვილეში რა ხდება.

"თქვენც შეამჩნევდით ალბათ, ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ კრიმინალი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში და არ მგონია ბოლო დღეებში ისე გაზრდილიყოს, რომ მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო საჭირო ამის განსაკუთრებული აფიშირება, მაგრამ ასე მოხდა საინფორმაციო მხარდაჭერა გაქვთ- გილოცავთ. თუმცა, საინფორმაციო მხარდაჭერა ადამიანებს, რომლებიც დღეს დანაშაულის დაფარვაზე საუბრობდით, მათ ოჯახებს არ ჰქონდათ მაშინ, როდესაც დანაშაულს კი არა გვამებს მალავდით და სახურავებზე აგდებდით, ეს ისე გახსენებისთვის. რაც ძალიან არ გსიამოვნებთ, მაგრამ ეს ასეა", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი ბევრმა ვერ გაითავისა და არ გაითავისა, რადგან ასე აწყობთ.

"როგორ შეიძლება ორ პოლიციის განყოფილებაში სხვაგვარად მოხვდეს აღრიცხვა მარტივად, ამაზე მარტივად აღარ შეიძლება. დაუშვად, ერთში მივიდა ათი ადამიანი, რომელმაც ვთქვათ თქვა, რომ დაკარგა მობილური ტელეფონი, მეორე ათმა იგივე განყოფილებაში თქვა, რომ მოპარეს მობილური ტელეფონი. იგივე მოხდა მეორე განყოფილებაშიც ათმა თქვა, რომ დაკარგა, აღმა კი მოპარეს. პირველ განყოფილებაში ვისაც მოპარეს იმას უთხრეს, მოდით დაწერეთ, რომ დაკარგეთ და თუ რაღაც კვალზე გავალთ შემდეგ დავიწყებთ გამოძიებას, დაკარგვასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ არ დაიწყეს გამოძიება. მეორე განყოფილებაში მოპარვაზე პატიოსნად დაიწყეს გამოძიება და იმ დაკარგულზეც უთხრეს, რომ იქნებ იყოს დანაშაული და მოდით დავიწყოთ გამოძიება. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ პირველ განყოფილებას აქვს ნოლი დანაშაული, მეორეს კი ოცი. ეს არის განსხვავება, როდესაც პატიოსნად აღრიცხავ. შესაძლებელია, იყოს ათიც, რომ უბრალოდ სტატისტიკურად როგორც გეუბნებიან ისე აღარ იაზროვნო მეტი და ამ შემთხვევაში გექნება ათი. ეს არის მარტივი გასაგები ამბავი, რომელიც ვიღაცეებს არ სჭირდებათ და არ უნდათ", - დასძინა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე  გამოეხმაურა პროკურორის უფლებამოსილებისგან საგამოძიებო ორგანოების გამომძიებლის უფლებამოსილების გამიჯვნას. მისი თქმით, ეს არის სწორი მიდგომა იმისა, რომ დანასაულის პრევენცია უფრო პროფესიონალურ დონეზე მოხდეს. მდინარაძის განამრტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამაც დადაებით შეფასება გასცა

მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, დაიცვან ობიექტურობა და საქმეზე ილაპარაკონ, რადგან უპასუხიმგბლო განცხადებებით დანაშაულს უწყობენ ხელს.

" თქვენი მიზანი დღეს არ იყო, თქვენ თვითონ აღიარეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, არ იყო დღეს პასუხების მოსმენა და რეალობის აღქმა და რა თქმა უნდა, ამის გადაცემაზე საზოგადოებისათვის ხომ საუბარი ზედმეტია, თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად რა ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, მაგრამ რეალურად, თქვენ საქმეზე აღარასდროს აღარ ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ საქმეზე ლაპარაკის დროს უტრირებთ, იმიტომ, რომ ხელს უწყობთ დანაშაულს თქვენი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როდესაც საუბრობდით იმაზე, რა მოხდა და რა რეაგირება მოყვა, ამაზე არ საუბრობთ.  მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა მაინც დაიცვათ ობიექტურობა. ეს თქვენ ამომრჩევლებთან მაინც გამოგადგებათ და სუბიექტური ინტერესი მაინც იქნებ იყოს თქვენი ქმედების განმსაზღვრელი", - განაცხადა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა