logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად
დიმიტრი ხუნდაძე: მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად
15:28 22.03.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს, პარლამენტში პრემიერის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციის გამოსვლებზე კომენტარს აკეთებს.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ისევ ნაცმოძრაობის გამოსვლებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. კრიმინალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კრიმინალზე უნდა საუბრობდეს ის, ვინც იცის კრიმინალთან ბრძოლის სწორი წესები. ნაცმოძრაობა ამ მხრივ მაგალითად ვერ გამოდგება. მათი მეთოდი, რომ დანაშაული დანაშაულით უნდა აღკვეთო, არასწორია. ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს. მათ პერიოდში ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას ეფექტური მმართველობა ერქვა. დღეს კი ზოგიერთი მათგანი კანონის დაცვას "უნიათობას" ეძახის.

კრიმინალი რომ დღესაც არის, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობის ფაქტები. დაემატა ისეთი დასჯადი დანაშაულებები, რომლებიც მანამდე რეაგირების მიღმა რჩებოდა. მაგალითად, ოჯახური ძალადობა. დღეს ამ დანაშაულისთვის 600-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დანაშაულის სტატისტიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. უნდა გაგრძელდეს დანაშაულთან ბრძოლა წესების დაცვით და არა ისე, როგორც ხდებოდა მანამდე.

ხელისუფლების ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოება ნეგატიურ ინფორმაციაში გახვიონ. ყოველ დღე საინფორმაციო საშუალებებით ნაკადად მოედინება ნეგატივი კრიმინალზე, მაშინ, როდესაც მათ პერიოდში, გაცილებით მეტი დანაშაულის პირობებში ამის მეათედიც კი არ მიეწოდებოდა ხალხს. ნაცმოძრაობის წევრები მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ისინი დღემდე ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდნენ და, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა