საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ, დეპუტატების წინაშე
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას პარლამენტში არაერთხელ ჰქონდა გამოსვლა და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გასცა:
"მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი, ამჯერადაც მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, მე თვითონ გამოვთქვი სურვილი აქ მოსვლისა", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

















