logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კობახიძე: ამოცანა არის საპარალამენტო არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესული გარემოში ჩატარება
კობახიძე: ამოცანა არის საპარალამენტო არჩევნების თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესული გარემოში ჩატარება
14:18 22.03.2019
"ჩვენი მთავარი ამოცანაა არა იმდენად წარსულზე საუბარი, რამდენადაც იმის უზრუნველყოფა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უკეთესი - საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრესიისგან მაქსიმალურად დაცლილი გარემო",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - "2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა და ეს არის სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება და ამ შემთხვევაში იგულისხმება არამხოლოდ ფიზიკური ძალადობის არარსებობა, არამედ ვერბალური აგრესიისგან მაქსიმალური გათავისუფლებაც.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კუთხით არსებობს გამოწვევები, რაზეც საჭიროა მსჯელობა. მისივე შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობდა აგრესიული კამპანია, რომელიც არჩევნების დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო.

"საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ - იყო უაღრესად აგრესიული კამპანია და ეს აგრესია დაიწყო პირველივე დღიდან, როგორც კი დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი, მთავარი მიზეზი ყველამ ვიცით, არის ის, რომ არის აბსოლუტურად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები, ბუნებრივია, მთლიანად ორიენტირებულია საარჩევნო კამპანია პერსონალურ თავდასხმებზე, პერსონალურ აგრესიაზე და ა.შ.

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო და დიდწილად მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და, სამწუხაროდ, ეს მოლოდინი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, გამართლდა", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ზოგადი გარემოს შესაცვლელად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მისი შეფასებით, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაშიც ბრალი სხვადასხვა მხარეს, მათ შორის, მმართველ პარტიასაც მიუძღვის.

ირაკლი კობახიძემ იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომლებზეც, მისივე თქმით, ნაკლებად გამახვილდა ყურადღება სხვადასხვა დაინტერესებული სუბიექტის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ, ხარვეზების მიუხედავად, საზოგადოების საერთო განწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დადებითია.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება, არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება. ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირი ფორმით იყო ჩართული წინასააჩევნო კამპანიაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებსა და აღნიშნულთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებზე გაამახვილა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ე.წ. "ფეიკ პარტიებზეც", რომლებიც, მისივე შეფასებით, სერიოზული პრობლემაა და მათი გამოყენებით ხდებოდა როგორც სახელმწიფო სახსრების, ასევე უფასო საეთერო დროის მითვისება.

ირაკლი კობახიძემ ობიექტური დამკვირვებლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საჭიროა, მომავალში ბევრი რამ გაკეთდეს საარჩევნო პროცესების ობიექტური დაკვირვების უზრუნველსაყოფად.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებული მედიაგარემოც, რომელზეც, მისი შეფასებით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში არასათანადო აქცენტები კეთდებოდა.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოებული კამპანია შეახსენა. მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული, მმართველი გუნდი ცდილობს, საარჩევნო გარემო აგრესიისგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა არა იმდენად წარსულზე საუბარი, არამედ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა არის არა იმდენად წარსულზე საუბარი, რამდენადაც იმის უზრუნველყოფა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უკეთესი. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა - საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უნდა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად აგრესიისგან დაცლილი საპარლამენტო გარემო არჩევნებისათვის",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამაში წვლილი უნდა შეიტანოს კანონმდებლობამ და საქართველოს პარლამენტი მზად არის, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. ირაკლი კობახიძემ კონსესუსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შეიქმნება ისეთი ფორმატი, რომელიც მაქსიმალურად უზურნველყოფს კონსესუსის მიღწევას.

დამსწრეებს მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გერტ-ჰაინრიხ არენსმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა