logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არგენტინაში შეხვედრებმა დაადასტურა თანამშრომლობის განვითარების დიდი შესაძლებლობები - ზალკალიანი
არგენტინაში შეხვედრებმა დაადასტურა თანამშრომლობის განვითარების დიდი შესაძლებლობები - ზალკალიანი
11:19 22.03.2019
„სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი არგენტინაში დაემთხვა არგენტინის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავს, არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს ჩვენ არგენტინასთან უკვე გვაქვს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობებისთვის ახალი განზომილების შეძენას” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არგენტინელ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებას, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოიხატა არგენტინის დაინტერესება აქტიურად გამოიყენოს საქართველოს შესაძლებლობები რეგიონში წვდომის კუთხით. ისაუბრეს სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის ეფექტური გამოყენების შესახებ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ლათინურ ამერიკაში შექმნილ ვითარებას, ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიციას.

დავით ზალკალიანმა პოზიტიურად შეაფასა მისი შეხვედრები არგენტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ტურიზმის მინისტრთან. მისი თქმით, არგენტინასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც ხელს უწყობს არსებული პოტენციალი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გვქონდა საპარლამენტო დონეზეც შეხვედრა, პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.
არგენტინის პარლამენტში არსებობს საქართველოს მეგობარი წევრების ჯგუფი, ისე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ჩვენ ველით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა საქართველოს. ჩვენ წელს ასევე ველით საქართველოში არგენტინის ტურიზმის მინისტრის ვიზიტს, რაც კიდევ ერთი დადასტურება იქნება არგენტინასთან არსებული გამორჩეული ორმხრივი თანამშრომლობის”- განაცხადა ზაკალიანმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არგენტინასთან კულტურული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზეც ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ხალხთაშორისი ურთიერთობები, სპორტი და სხვ.

„მნიშვნელოვანია, რომ კულტურული თანამშრომლობის კუთხითაც ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული, საქართველოში ჩვენ გვაქვს ბუენოს-აირესის სახელობის სკვერი, თბილისის სახელობის სკვერის გახსნა იგეგმება ბუენოს-აირესში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ვისაუბრეთ ასევე სპორტში თანამშრომლობაზე, ისეთი მიმართულებები როგორიცაა ფეხბურთი, რაგბი, საინტერესოა ორივე ქვეყნისთვის და ამ შესაძლებლობებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ” - აღნიშნა ზალკალიანმა.

ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით არგენტინაში იმყოფება. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში“ , ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ცალკეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა