logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი  პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
18:18 21.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა.

ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო შვეიცარიული მხრიდან - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტინა მარტი ლანგი.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის შესახებ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.

ქრისტინა მარტი ლანგმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზეა დაფუძნებული. მან ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარული მხარე პოზიტიურ წვლილს შეიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული ქმედებებით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა