logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უნგრეთში მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“ გაიმართა
უნგრეთში მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“ გაიმართა
17:07 21.03.2019
ბუდაპეშტში მოქმედ უკრაინის კულტურისა და დოკუმენტაციის ცენტრში, უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“ გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილება მიიღეს უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა, ზაალ გოგსაძემ და ლიუბოვ ნეპოპმა და უნგრეთისა და უკრაინის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, კრისტიან იოიარტმა (სტრატეგიისა და თავდაცვის სწავლების ცენტრი-უნგრეთი), სერგი გერასიმჩუკმა (საგარეო პოლიტიკის საბჭო „Ukrainian Prism”-უკრაინა) და მარინა ვოროტნიუკმა (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სწავლების ცენტრი - უკრაინა).

საქართველოს მხრიდან შესაბამისი მოხსენება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაალ გოგსაძემ გააკეთა.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და აფხზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციაზე. ისაუბრა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

უკრაინის ელჩის ლიუბოვ ნეპოპის განცხადებით, თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე, რამაც საბოლოო ჯამში, უკრაინაზე თავდასხმა განაპირობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური წრეების, სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევითი ცენტრების, დიპლომატიური კორპუსისა და მას მედიის წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა