logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე: ვფიქრობ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო
სოფო კილაძე: ვფიქრობ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო
14:24 21.03.2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეზე საუბრით დაიწყო.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების სრული თანასწორობა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ასევე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტის დღე მიულოცა. „ვულოცავ ამ დღეს, ვუსურვებ წარმატებებს, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, ასევე ვუსურვებ, რომ წვლილი შეიტანონ ქართული დემოკრატიის განვითარებაში“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის წინაშე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელი მოხსენება შეაფასა.

„მინისტრის გამოსვლაში მრავალი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იუსტიციის სფეროში იმისთვის, რომ მრავალი მიმართულება განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი სტრასბურგის სასამართლოს საკითხს. მინისტრმა გუშინ წარმოადგინა ფაქტები: 70 გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღო სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ 1 არის იმ პერიოდიდან, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ეს საკითხი არის ივანე მერაბიშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ. თუ 2011 წელს საქართველოდან წასული იყო 400-მდე საქმე, 2018 წელს ეს რიცხვი 99-მდე შემცირდა. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუმჯობესებული. ეს არის ციფრები, რომელსაც ვერავინ გაექცევა და რაც არ უნდა ამტკიცონ ჩვენმა ოპონენტებმა. იმედია, ისინი არ დაიწყებენ საუბარს, რომ არ ენდობიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს" - განაცხადა სოფო კილაძემ.


სოფო კილაძე გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

„2009 ან 2010 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი მოქალაქის წინააღმდეგ წააგებდა 3 ინსტანციაში საქმეს. ქართული ოცნების პირობებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება წააგო საქმე სხვა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა, პრემიერმინისტრმაც კი და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. სამწუხაროდ, ის სასამართლო, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან შავი პიარის სამიზნე, რაც არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პირიქით“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი ციფრები და ზოგადი ფონი, მას საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ საქართველო დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ძალიან სწორ გზაზე დგას.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანი ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულების კუთხით მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივაზე, რომელიც მისივე თქმით, მალე პარლამენტში შემოვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ასევე, მნიშვნელოვანია მედიაცია, რომელიც სასამართლოების განტვირთვას შეუწყობს ხელს და დავები უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად გადაწყდება“ - განაცხადა სოფო კილაძემ და წარმატება უსურვა იუსტიციის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა