logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქუცნაშვილი ოპოზიციას: თქვენ ირიბი მტკიცებულებებით, მონაჭორით და გაგონილით ადამიანს თავისუფლებას ართმევდით
ქუცნაშვილი ოპოზიციას: თქვენ ირიბი მტკიცებულებებით, მონაჭორით და გაგონილით ადამიანს თავისუფლებას ართმევდით
14:25 21.03.2019
ჩვენ ირიბი მტკიცებულები გავაუქმეთ, თქვენ კი ირიბი მტკიცებულებებით, მონაჭორით და გაგონილით ადამიანს თავისუფლებას ართმევდით , - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზიციას.

ზაქარია ქუცნაშვილმა თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მიღებულ მნიშვნელოვან კანონებზეც ისაუბრა და ჩამონათვალი გააკეთა.

,,თქვენ იცით, რომ სისტემური პრობლემა გვქონდა პენიტენციურ სისტემაში ციხეში ძალადობა იყო ნორმა. სოზარ სუბარმა, კახი კახიშვილმა და ეხლა უკვე თეა წულუკიანმა შეძლეს ის ,რომ ეს ნორმა არის გამონაკლისი და თუ რაღაცა მოხდება ,შეიძლება მოხდეს გამონაკლისის წესით და არა ნორმის სახით. ნორმა იყო წინასწარი დაკავების საკნებში, პოლიციის განყოფილებებში დაკითხვისას წამება და ხალხის ცემა. მივიღეთ სპეციალური კანონი ,რითაც მივანიჭეთ ჩვენს მოქალაქეებს უფლება , რომ ჩვენება მივცეთ მოსამართლის თანდასწრებით ,რამაც ეს ნორმა გააუქმა და დღეს ვერ მოიყვანთ მაგალითს ,იშვიათი გამონაკლისების გარდა , რომ ამ სისტემურმა დანაშაულმა სადმე იჩინოს თავი. თქვენ იცით, რომ მთავარი ადამიანი ვინც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს -ადვოკატი ,თავად იყო დაუცველი. ადვოკატს უფლება არ ჰქონდა გაცნობოდა მტკიცებულებებს სასამართლო სხდომამდე. ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი, რის მიხედვითაც თუ ადვოკატს არ გადაეცემა მტკიცებულებები სასამრთლო სხდომამდე ,მტკიცებულება ეგრევე ითვლება დაუშვებლად. ადვოკატის უფლებების გაძლიერებისათვის მივიღეთ სპეციალური კანონი ,რითაც მოსამართლე დავავალდებულეთ, რომ ადვოკატის წარდგენილ მტკიცებულებას თუ მას დაუშვებლად მიაჩნია დაასაბუთოს ეს რატომ არის დაუშვებელი. მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც სასამრთლო სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს სასამართლო სტენოგრამის ჩანაწერს და იქ დამახინჯება ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. სასამართლო სხდომის ოქმი, როგორც მთავარი მტკიცებულება მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემისა გახდა დაცული დოკუმენტი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა არანაირი იურიდიული ძალა წინა ხელისუფლების დროს . ჩვენ მივიღეთ კანონი - ირიბი მტკიცებულება, ანუ ირიბი ჩვენება რა იყო ? რომ გავიგე რომ იმან ეს დანაშაული ჩაიდინა, გავიგე რომ იმან ის მოკლა, ირიბი მტკიცებულება საერთოდ გავაუქმეთ და ირიბი მტკიცებულება საერთოდ გავაუქმეთ და ირიბი მტკიცებულებით იჭერდით თქვენ ადამიანებს და ამწესებდით ციხეში ,როცა ვიღაცის მონაჭორზე და ვიღაცის გაგონილზე ადამიანს თავისუფლებას ართმევდით. მთლიანად გავხსენით სასამართლო იმისათვის, რომ თავად მოქალაქეებს , ადვოკატებს ,დაზარალებულებს ,დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება განსაჯოს როგორ მიდის პროცესი“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა გაიხსენა საპროცესო შეთანხმებების ის მავნე პრაქტიკა, რომლის გამოც ყოველწლიურად ხდებოდა დაახლოებით 90 მილიონის ამოღება მოქალაქეთა ჯიბეებიდან.

,,ჩვენ მივიღეთ კანონი და დაზარალებულს მივანიჭეთ უფლება, რომ საპროცესო შეთანხმება, ნუ გარიგება ბრალის თაობაზე ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ვეღარ შედგება დაზარალებულის თანხმობის გარეშე დგებოდეს საპროცესო შეთანხმება? ამ დროს ჩვენ უამრავი შემთხვევა გვახსოვს ,90 მილიონი ართმევდნენ მოქალაქეებს ლამის ყოველწლიურად ამ საპროცესო გარიგების დადებისას, ამოქონდათ მოქალაქეების ჯიბეებიდან,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა