logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
11:17 21.03.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს, პიტერ ერიქსონს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, კერძოდ ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ორმხრივ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნისთვის გარემოს დაცვის პრიორიტეტულობის საკითხის შესახებ და ყურადღება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მწვანე ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური განვითარების მოდელის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მინისტრმა ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და დელეგაციის წევრებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლევან დავითაშვილმა პიტერ ერიქსონთან ნარჩენების მართვის კოდექსზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საკანონმდებლო აქტების ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ჰარმონიზების საკითხი.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შვედეთის გარემოსდაცვითი სააგენტო და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) სამინისტროს საქმიანობის აქტიური მხარდამჭერია, რისთვისაც პიტერ ერიქსონს მადლობა გადაუხადა.

შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, შვედეთის სამეფო საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, შვედეთის სამეფოს დელეგაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან და მოადგილესთან, ხატია წილოსანთან ერთად, ქალაქ რუსთავში არსებული სეპარაციის ფუნქციის მქონე შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ნაგავსაყრელი მოინახულა.

დელეგაციის წევრებმა ასევე, ბოსტანას ქუჩაზე ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ მიერ კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა