logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს სქართველოში ვიზიტი სურს
არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს სქართველოში ვიზიტი სურს
10:24 21.03.2019
საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ამ მხრივ საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ემილიო მონსომ ქ. ბუენოს აირესში გამართული შეხვედრის დროს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს და აღნიშნა რომ საქართველოში დღესაც აფასებენ არგენტინის ისტორიულ მხარდაჭერას 1919 წელს, როდესაც ბუენოს-აირესმა ერთერთმა პირველმა აღიარა საქართველოს მისწრაფება თავისუფლებისკენ.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია. ემილიო მონსომ დაადასტურა საქართველოში უახლოს მომავალში ვიზიტის განხორციელების სურვილი.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში არგენტინასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორალური მიმართულებით არსებულ აქტიურ ურთიერთობებს.

დადებითად შეფასდა თანამშრომლობის საპარლამენტო მიმართულება და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები (აღსანიშნავია, რომ არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი 2018 წლის 26 სექტემბერს დაფუძნდა).

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქათველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ არგენტინის მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით აღინიშნა ის უდიდესი პოტენციალი, რაც არსებობს ორი ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობების, ბიზნეს წრეების დაახლოების, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტების გაღრმავებისთვის, სწორედ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ემსახურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესახებ, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმატებები, და საქართველოს როლი რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა პალატაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა არგენტინის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბეატრის ავილა.

საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას ლათინური ამრიკის ტურნეს ფარგლებში სტუმრობს და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა