კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი ნიკო მარის ქუჩის მაცხოვრებლებებს შეხვდა.
წულუკიანმა მოსახლეობას კოალიციის მიერ შემუშავებული ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო.
მისი განცხადებით, აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლების ძირითადი პრობლემა უმუშევრობა, სასმელი წყლის არ ქონა და მოუწესრიგებელი გზებია.
„ნიკო მარის პირველ შესახვევში 15 წელია გზის საფარი არავის დაუგია. ამ ქუჩაზე ორხიდიანი მანქანებიც კი, ვერ ადიან, აღარაფერს ვამბობ სასწრაფო დახმარების მანქანაზე, რომელიც გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მიდის“- განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანს მოსახლეობა იმ საკრედიტო დავალიანებებზე ესაუბრა, რაც მათ უმრავლესობას ბანკების მიმართ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.

















