logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა
09:44 21.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოზამბიკს ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მიუსამძიმრა და მზადყოფნა გამოთქვა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ჩაერთოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის პროცესში.

„მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიმართულებები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს მოზამბიკის დელეგაციას, როგორც ორი ქვეყნის საგარო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის გამართვის, ასევე საქართველოს წარმატებული რეფორმების გაცნობის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო მომსახურება, ჯანდაცვა, დემოკრატიული განვითარება, კარგი მმართველობა. ასევე აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მოზამბიკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოზამბიკელ კოლეგას გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე წარუდგინა. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს კანდიდატის მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას და მის ხედვებს, რომელიც პასუხობს მცირე და განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნებს სოფლის მეურნეობის, აგრარული და სურსათის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მოზამბიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება საქართველოს კანდიდატისგან პირადად მოესმინა სამოქმედო გეგმა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქმიანობის მთავარი პრინციპები.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მოზამბიკს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მოზამბიკი მომავალშიც მოახდენს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა