logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი გარდაბანში: თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად, ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს
პრეზიდენტი გარდაბანში: თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულად, ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს
18:08 20.03.2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დღესასწაულის აღსანიშნად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში შეკრებულ ადგილობრივ მოსახლეობას და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში სიახლის შემოსვლასთან ერთად, გრძელდება ის ძველი ტრადიციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის საყრდენია.

,,მე აქ სტუმარი არ ვარ, აქ მე ვარ მასპინძელი, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში მე ვარ ჩემს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ჩემს სახლში თქვენთან ერთად და შემიძლია თქვენთან ერთად ვიზეიმო ეს მშვენიერი დღესასწაული.
მინდა მოგილოცოთ ის, რომ თქვენ აგრძელებთ ტრადიციებს. ამის გარეშე ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ვერ იზრდება. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და გავაგრძელოთ. ეს არის, ნამდვილად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი.
ასევე, ამ ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, ასევე ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ.

ამით მოდიოდა საქართველო, წლების, საუკუნეების მანძილზე. ეს ღირებულება დღეს სუსტდება მსოფლიოში და ჩვეთანაც ზოგჯერ არ გვესმის ამ ღირებულების მნიშვნელობა ბოლომდე.

ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ, ვერც წინ წავალთ და ვერც განვვითარდებით.
ესეც, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, ჩვენი შემქმნელი ერთ-ერთი ტრადიცია - ჩვენი ქვეყნის ღერძი, რომელსაც ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამაზე.

მე ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება; სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფილიქტი კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მეტი უთახმოებაა ხოლმე, თვით ქართველებს შორის, ვიდრე სხვა ჯგუფებს შორის. ესეც უნდა დაწყნარდეს. ამის იქით უნდა დავინახოთ, რომ რა პარტიას, რა რელიგიას, რა ეთნიკურ წარმოშობას უნდა ვეკუთვნოდეთ მხოლოდ ერთი მომავალი გვაქვს.
ეს საერთო მომავალი ნაწილობრივ მაინც, დაფუძნებულია იმაზე, რომ ერთი ენა გვაკავშირებდეს. ძალიან ვწუხვარ, როცა აქ თქვენთან ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა, მინდა მეტი ურთიერთობა იყოს.

მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, - ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს.

მე შემიძლია აზერბაიჯანულად, რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ "ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ" და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ამავე დროს, თქვენ აგრძელდებდეთ თქვენს ტრადიციას, ინარჩუნებდეთ თქვენს ენას, თქვენს სიმღერებს, თქვენს ცეკვებს, - ეს ყველაფერი საქართველოს ის სიმდიდრეა, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნებს რაღაც პატარა ხინჯი, ეჭვიანობაც კი გააჩნიათ, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ამას ისე, როგორც ჩვენ ერთად ვახერხებთ.

ასე რომ, ეს თანაცხოვრება გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და სამომავლოდ ვიყოთ ის სამაგლითო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. გვაქვს ყველა ის უნარი, რომ გავაკვირვოთ მთელი მსოფლიო და ვაჩვენოთ, რა არის მაგალითი ძველი ტრადიციების, რა არის კავკასიის მაგალითი. ამით ჩვენ ვართ უნიკალურნი მსოფლიოში და დავრჩეთ უნიკალურნი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა