იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.
ანგარიშის წარდგენისას აგვისტოს ომზეც ილაპარაკა. მინისტრს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არაფერი ესმოდა, რაზეც წულუკიანმა ბოკერიას მისი უფრო ყურადღებით მოსმენა ურჩია.
"მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზეც.

















