logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ კინწურაშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევის დეტალებს განმარტავს
თამარ კინწურაშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევის დეტალებს განმარტავს
15:24 20.03.2019
მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ შესახებ განმარტებას აკეთებს.

თამარ კინწურაშვილმა განმარტება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია კვლევის ჩატარების მიზნებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე, იმაზე, რატომ მოხვდა ანგარიშში რუსული მედიების მონიტორინგთან ერთად საქართველოს პირველი არხი და კვლევის ნაწილზე, სადაც საუბარია გადაცემაზე „42°პარალელი“.

„მოკლედ, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო კვლევაზე, რომელსაც საზმაუს ერთი გადაცემის ავტორების გულისწყრომის გამო, არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

მათ შორის იყო ვახუშტი მენაბდე, რომელიც სრულად რომ გაცნობოდა კვლევას, დარწმუნებული ვარ, კვლევის მეთოდოლოგიაში ეჭვს არ შეიტანდა.

1. რატომ მოხვდა ერთ ანგარიშში რუსული მედიების მონიტორნგთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი? მონიტორინგი ჩატარდა ცალკე იმ მედიების გზავნილებზე, რომელთაც უმცირესობები თავიანთი ინფორმაციის წყაროებად ასახელებდნენ, ცალკე თავი დაეთმო, თუ რამდენად ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების, მათ შორის უმცირესობების ინფორმირებას. ერთია, რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ მეორე, რა საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს ის მედია, რომელსაც კანონმდებლობით გარკვეული შინაარსობრივი ვალდებულებები აკისრია.

2. კვლევის მეთოდოლოგიაში, რომელიც უცხოელმა ექსპერტმა შეიმუშავა, მოცემულია ტონებისშეფასების კრიტერიუმები (იხ. ქვემოთ). სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა გაშუქების ტონალობა და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო სიუჟეტის ავტორი. გარკვეულ თემებზე, მათ შორის საბერძნეთის კრიზისზე, 42 პარალელის გაშუქების ნეგატიური ტონალობა კვლევაში ახსნილია გადაცემის ავტორთა იდეოლოგიური შეხედულებებით და დამოკიდებულებებით ნეოლიბერალური ეკონომიკის მიმართ (ამ იდეოლოგიის ავკარგიანობის მიუხედავად). მაუწყებლობის ქცევის კოდექსი კიდევ გვეუბნება, რომ საავტორო გადაცემებიც უნდა ეფუძნებოდეს მოსაზრებათა ფართო სპექტრს, სწორედ იმისთვის, რომ აისახოს პოლიტიკური პროცესების შეფასების კომპლუქსურობა და არა დასავლური მიდგომებისადმი კრიტიკული ხედვის შეზღუდვა. და როცა რესპონდენტები მხოლოდ პირადი იდეოლოგიური შეხედულებების მიხედვით, სელექციურად არის შერჩეული და დაკვირვების სუბიექტი მხოლოდ ნეგატიურად არის წარმოჩენილი, ნება მიეცით მონიტორებს, კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ტონი ნეგატიურად შეაფასონ ნეიტრალურის ნაცვლად.

3. კვლევის ერთადერთი პასაჟი, სადაც საუბარია 42 პარალელის სარედაქციო პოზიციის თანხვედრაზეკრემლისტური აქტორების (პატრიოტები) და რუსეთის ხელისუფლების პოზიციასთან, სკრიპალების საქმის გაშუქება და ამ საქმის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციებია. შეგიძლიათ ნახოთ ბმული და თავად დარწმუნდეთ, რომ ამგვარ თანხვედრას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

კვლევის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი მტკივნეული რეაქციის გამოწვევა. მისი მიზანია, ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესება და რეკომენდაციებიც სწორედ ამ მიზნით შემუშავდა. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც იგივე მიზანი ამოძრავებს, შეუძლია, პარტნიორად ჩაგვთვალოს ამ საქმეში, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც ჯერჯერობით ჯანსაღად ეკიდებიან კრიტიკას“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ კინწურაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა