საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გამართა შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ალექს ქოულთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლო სცენარი და შემდგომი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებები, მათ შორის პოლიტიკური, საერთაშორისო სახელშეკრულებო-სამართლებრივი და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

















