logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ პეტერ ერიქსონთან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაზიის მნიშველოვან საკითხებზე ისაუბრა
მამუკა ბახტაძემ პეტერ ერიქსონთან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაზიის მნიშველოვან საკითხებზე ისაუბრა
12:32 20.03.2019
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

საუბარი შეეხო ბოლო ათი წლის განმავლობაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაარსებიდან, რომლის ინიციატორიც შვედეთი იყო, ათი წელი სრულდება და ეს თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ამ დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა შეხვედრას გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა უმაღლესი დონის ფორმატი. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც ქვეყანას ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) საქმიანობაზე. პრემიერ-მინისტრმა პეტერ ერიქსონს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით SIDA-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნის ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის ნათელი მაგალითია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. განიხილეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.

საუბარი ასევე შეეხო განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებებს და ამ კუთხით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა