logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ურუგვაელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
დავით ზალკალიანმა ურუგვაელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
10:02 20.03.2019
"ჩვენ ვართ დიდ ქვეყნებს შორის მოქცეული პატარა სახელმწიფოები. ამ მხრივ, ერთი ტიპის გამოწვევები და მისწრაფებები გვაქვს" - ამის შესახებ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდოლფო ნინ ნოვოამ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან მონტევიდეოში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ურუგვაის რესპუბლიკაში ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასეს. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო წლებში ორი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დამყარებული მჭიდრო კონტაქტები და გამოთქვეს მზადყოფნა ამ კავშირების გამოყენებით აქტიურად იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით ურუგვაისა და საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ურუგვაისა და საქართველოს შორის პოზიციების თანხვედრას გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების მიმართ. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას და ურუგვაის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული პროცესების შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურუგვაისა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და არსებული პოტენციალის აქტიურად გამოყენების გზებზე მსჯელობას. მაღალი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ეკონომიკურმა გარემომ; აღინიშნა, რომ გეოსტრატეგიული მდებარეობა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან, საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით, მეწარმეობის განვითარების, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. მაღალი ინტერესი გამოიხატა სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისადმი. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს მონტევიდეოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ურუგვაელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა