logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ურუგვაიში ქართული ისტორიული დიასპორის შთამომავლებს შეხვდა
დავით ზალკალიანი ურუგვაიში ქართული ისტორიული დიასპორის შთამომავლებს შეხვდა
09:58 20.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის ნიკო ნაკაშიძის შვილიშვილს- ხორხელინა სანჩეს-კორეს ნაკაშიძეს და ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ემიგრირებული ქართველის შოთა ზედაშიძის შვილს - სუსანა ზედაშიძეს შეხვდა, რომლებიც ურუგვაიში წარმოადგენენ ქართული წარმოშობის ისტორიულ დიასპორას.  ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  დიასპორის შთამომავლებმა მრავალი წლის შემდგომ შეძლეს აღედგინათ კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან და შორეულ ნათესავებთან.

"როდესაც მამაჩემი შეუძლოდ, გარდაცვალების პირას იყო, მე მას დავპირდი, რომ მისი ნეშთის ფერფლს შავ ზღვაზე მიმოვფანტავდი, ჩემი სურვილია ეს დაპირება რელობად ვაქციო და ვეწვიო საქართველოს, გავიცნო ჩემი შორეული ნათესავები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით ვეკონტაქტები"- განაცხადა სუსანა ზედაშიძემ, მან მინისტრს და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ურუგვაიში მისი მამის ემიგრაციის ისტორია.

ხორხელინა ნაკაშიძე, ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის ნიკო ნაკაშიძის შვილიშვილი, საქართველოს ხშირად სტუმრობს. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა შეძლო თავი დაეღწია სირთულეებისთვის და მოიპოვა თავისუფლება, რაც მათი წინაპრების ოცნება იყო "სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც დედაჩემი საავადმყოფოში უგონოდ იყო, მას ოჯახის წევრები ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ და მხოლოდ მაშინ რეაგირებდა. როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი ისეთი განცდა მქონდა თითქოს ჩემს წინაპრებს ვაბრუნებდი მშობლიურ მიწაზე, პატრიოტიზმი არის სწორედ ის, რამაც მე საქართველოში ჩამომიყვანა"-აღნიშნა ხორხელინა ნაკაშიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა აქტიურად ჩაერთონ ხორხელინა ნიკაშიძე და სუსანა ზედაშიძე საქართველოში დაგეგმილ დიასპორულ ღონისძიებებში, მინისტრმა მიიწვია ისტორიული დიასპორის შთამომავლები საქართველოში და გამოთქვა სურვილი დაეხმაროს მათ წინაპრების ოცნების ასრულებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობისთვის ქართულ დიასპორასთან კავშირების გაღრმავების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

დავით ზალკალიანმა მათ ასევე მოკლედ გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყნის განვითარების ხედვა, რუსეთთან არსებული ურთიერთობები და საქართველოს წარმატებები, მინისტრმა ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ურუგვაიში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში და აღნიშნა, რომ ისინი ურუგვაიში ფაქტობრივად საქართველოს ელჩებს წარმოადგენენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა