logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯერალდ კონოლი:  რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა
ჯერალდ კონოლი: რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა
15:45 19.03.2019
"ჩვენ ფიზიკურად ვიხილეთ, რომ [ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს] საფრთხეს უქმნი ს ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას - და არამხოლოდ ევროპაში. შეგვიძლია ევროპით დავიწყოთ - რუსეთი შეიჭრა საქართველოს, მოლდოვისა და, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიებზე და შელახა მათი სუვერენიტეტი. ჩვენი სამუშაო შეუსრულებელია. მშვიდობის შენარჩუნება ნიშნავს თავდაცვაში ინვესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი შეკავება მოხდა, რაც ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთისათვისაც ხილვადი იყოს",  - განაცხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ გამოცემა  New Atlanticist-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პრიორიტეტებზე საუბრისას კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელობას: "ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ცალსახა პოზიცია რუსეთისადმი მკაფიო და უტყუარი გზავნილის მისაწოდებლად, რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსირების, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის, რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიისა და მოლდოვის ნაწილის არაკანონიერი ოკუპაციის თაობაზე, და რომ ჩვენ მზად ვართ ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერჯერობით არ არიან ნატო-ს წევრები."

კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლს.

"საბჭოთა კავშირი და ახლა უკვე რუსეთი ძალიან ფრთხილობენ ნატო-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან მიმართებაში. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ფასეულობის შესახებ მრავლისმეტყველი ფაქტია. ამაში ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთის წინააღმდეგ შეტევა ყველას, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვფიქრობ, რომ გასული სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს ძალიან ძლიერი და ეფექტური გზავნილი იყო." - განაცხადა კონგრესმენმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა