logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მაღალი პოლიტიკური დიალოგისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მაღალი პოლიტიკური დიალოგისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება
15:02 19.03.2019
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენონ.

მოისწრაფიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  არსებობს ახალი ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა, სწორედ ასეთი ფორმატი შემუშავება მიაჩნია პრეზიდენტს სწორად.

„გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით, ყველა მაღალი ტრიბუნა გამოყენებული უნდა იყოს სწორედ ამ ფორმით და ამ თემისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. თავად საქართველოს პრეზიდენტი ყველა შეხვედრას იწყებს ამ თემაზე საუბრით. სწორედ მაშინ, როდესაც მოხდა ეს დანაშაულებრივი ფაქტი, უმძიმესი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე, სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრით დაიწყო პრეზიდენტმა შეხვედრა 18 მარტს საქართველოში ჩინეთის ელჩთანაც.

„ეს არის გამოსავალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი ვთქვით სამხედრო დაპირისპირებაზე, პოლიტიკური დიალოგი ამ შემთხვევაში, არის ერთადერთი გამოსავალი,ოღონდ ეს პოლიტიკური დიალოგი უნდა იმართებოდეს მუდმივად, პერმანენტულად ყვვლა ტრიბუნის გამოყენებით“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ახალ ფორმატზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა შემდეგ ეტაპზე განისაზღვრება, რა უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება ამ ფორმატის თვალსაზრისით.

„ამ ეტაპზე, არ შემიძლია, გითხრათ ვინ იქნებიან ამ ფორმატში“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ხომ არ იქნება აღნიშნული ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა, ხატია მოისწრაფიშვილი პასუხობს, რომ ეს არაფრის ალტერნატივა იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა