logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს
ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს
13:41 19.03.2019
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.

2018 წლის ბოლოს სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომლის შესაფასებლად ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 2019 წლის 11-12 თებერვალს იმყოფებოდა.

ჯგუფმა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებსა და პარლამენტარებთან გამართა.

რეფორმის კონცეფციის თანახმად, გამომძიებელსა და პროკურორს შორის გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილებები მკვეთრად გაიმიჯნება. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საქმის სასამართლოში წარმართვასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე.

განსხვავებული სახით შენარჩუნდება საპროკურორო კონტროლის კომპონენტი. კერძოდ, პროკურორი განახორციელებს მიმდინარე გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას და აღარ იქნება გამოძიების აქტიური მონაწილე ან/და გამოძიების მიმართულების განმსაზღვრელი.

რეფორმის კონცეფციაზე დასკვნა ვენეციის კომისიამ რიგით 118-ე სესიაზე, 2019 წლის 15-16 მარტს დაამტკიცა. კომისიის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე - გიორგი გოგაძე, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვენეციის კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას.

ამასთან, რეფორმის შემდგომ, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას დაიცვას ბალანსი, შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი შესაბამისი გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს.

რეფორმის კონცეფციისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

საკანონმდებლო რეფორმის პარალელურად, სისტემური განახლების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. კერძოდ, შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობას 2019 წლის აპრილიდან შეუდგება, სისტემის შიგნით თბილისის მასშტაბით უკვე გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები, მიმდინარეობს მოქმედი გამომძიებლების გადამზადება, დაწყებულია გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ახალი გამომძიებლების მიღების პროცესი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა