logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
13:11 19.03.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს მეთიუ ბუსკეტსა და მიქაელა ჰაუფს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის IV ფაზის ძირითადი კომპონენტები განიხილეს.

მონაწილეებმა არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ENPARD IV ფაზაში აქცენტი გარემოსდაცვით ასპექტებსა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე გაკეთდება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

"სურსათის უვნებლობა ENPARD IV ფაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ქვეყანაში ინერგება ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 სტანდარტი, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე დადებითად აისახება და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად დაცული იქნება, ასევე, გაიზრდება ქართული პროდუქციის სანდოობა საექსპორტო ბაზრებზე", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ENPARD IV უნდა დაეფუძნოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიას. სტრატეგიის პირველადი ვერსიის შემუშავება წლის ბოლომდე დასრულდება.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკომისიის წარმომადგენლები დაეთანხმნენ სამინისტროს ინიციატივას, რაც გულისხმობს კერძო სექტორისთვის დახმარების გაწევას სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დანერგვაში, ასევე, სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, მესაქონლეობის მიმართულებით გარკვეული ინიციატივების დაფინანსებას.

აღინიშნა, რომ ინდიკატორები, რომლებიც შემუშავდება საბიუჯეტო დახმარების მისაღებად თავსებადი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა