logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი პარლამენტარები იაპონიაში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ
ქართველი პარლამენტარები იაპონიაში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ
18:32 18.03.2019
საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე იმყოფებოდნენ.

ფორუმის მონაწილე 150 კომპანიას შორის, ქართული 30-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.

მასშტაბურ ღონისძიებაზე ყურადღება იაპონია-საქართველოს პოლიტიკურ კავშირებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ ეს დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა გადაიზარდოს.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი. აღინიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმება საქართველოში იაპონური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდება.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა - "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიხსნა, რომელსაც პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

გამოფენამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის წარმოჩენის მიზნით, უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანა. პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების მიერ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებამ, დამთვალიერებელს უძველესი ღვინის სამშობლოში ინტერაქციული მოგზაურობის საშუალება მისცა.

პროექტი - "საქართველო - ღვინის სამშობლო", გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ, მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციებს, "ქართული სუფრის" მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ თერრადა ჭარეჰოუსე-ში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინის" ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, "საქპატენტის" და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის შონყ მუსიც ცომმუნიცატიონ-ისა და კომპანია თOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატს, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას და მეგობრობის ჯგუფის გენერალურ მდივან იასუტოში ნიშიმურას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. შეხვედრაზე ყურადღება ამასთანავე განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის განვითარების აუცილებლობა. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს უდავოდ შეუწყობს ხელს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" - მნიშვნელობა, რომელიც იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა