"ქართული ოცნების" ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხდომაზე მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის მოსამართლეთა განწესების თემაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, სხდომას პარტია "ქართული ოცნების" სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებიან, მათ შორის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილიც.

















