"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხს განიხილავენ სხდომაზე.
სხდომა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
დეპუტატების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიურო და კომიტეტები მუშაობას დაასრულებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაინაცვლებენ.

















