logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 კრისტა მარკვალდერი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა შვეიცარიისთვისაც
კრისტა მარკვალდერი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა შვეიცარიისთვისაც
11:25 18.03.2019
შვეიცარიის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები დადებითად შეაფასა.
საქართველოს საელჩოს და შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შვეიცარიის პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა.

დავით ჯალაღანიამ შვეიცარიელ სტუმრებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტები გააცნო. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს პირველ, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტში წარმოდგენილი იყო 5 ქალი-დეპუტატი და საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ასევე აღინიშნა, რომ ამ პარლამენტის მიერ მომზადდა და მიღებულ იქნა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო სამართლებრივ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც. ქართული პარლამენტარიზმის ისტორია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ პირველი ქართული რესპუბლიკა იყო ევროპული ტიპის სახელმწიფო და შესაბამისად, მისი სამართალმემკვიდრის, დღევანდელი საქართველოს მისწრაფება ევროპულ ფესვებთან დაბრუნების მიმართულებით, სრულიად ბუნებრივია, რაც თავისთავად პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს.

შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, მარინა კარობიო გუჯეტიმ ქართველ ხალხს მიულოცა ქართული პარლამენტარიზმის უმნიშვნელოვანესი თარიღი.

მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუჯეტი Marina Carobbio Guscetti, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ფილიპო ლომბარდი და კრისტა მარკვალდერი, დეპუტატი კატი რიკლინი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ელჩი კლაუდიო ფიშერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მდივანი, ალა რამილოვა, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონული კოორდინატორი კრისტინე ჰონეგერი და ვიცე რეგიონული კოორდინატორი ადრიან კეგი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა