logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბახტაძე იაპონიაში: ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა
ბახტაძე იაპონიაში: ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა
13:46 16.03.2019
"მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც "ქართულ დღეზე" უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა იაპონელ ხალხს საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადავა.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით. ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა და თანამედროვეობის, ინოვაციების, ტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მადლიერებით მინდა ხაზი გავუსვა იაპონიის მთავრობის მტკიცე პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომისა, რომელიც ასე სჭირდება ქართულ სახელმწიფოს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ორი სახელმწიფოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით - იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობა თუ თანამშრომლობა განათლების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში.

"დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იაპონელ ხალხს გავეცნოთ, როგორც უძველესი და უნიკალური კულტურის ერი, რომელსაც ჩვენი ღვაწლი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც ღვინის სამშობლოს. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა ღვინის მსოფლიო დედაქალაქში - ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა. შემთხვევითი არ არის, რომ მეორედ სწორედ იაპონიაში, მზის სამშობლოში გაეცნობიან ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და მის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას. ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება, იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით, ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც ბევრ სხვასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრებით ჩვენს უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის მიღწევები, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი უფრო ახლო მეგობარი გახდა იაპონია" - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ქართული დღეების მოწყობა ტოკიოში. მათ შორის, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მსოფლიოში უმსხვილეს კომპანია Sony music communication-ის და კომპანია TOPPAN-ის მიმართ, რომელთა პარტნიორობითაც, უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით ტოკიოში უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორია გაცოცხლდა.

"ქართული დღისადმი" მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, "სუხიშვილებისა" და ანსამბლ "ბასიანის" შესრულებით. ღონისძიებას იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა