logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ საკომიტეტო სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს მხარადჭერა გამოხატა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ საკომიტეტო სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს მხარადჭერა გამოხატა
13:36 16.03.2019
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის ევროპული ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიცირების კანონპროექტი (H.R. 1616 European Energy Security and Diversification Act of 2019) დაამტკიცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ მაქკოლმა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი), კანონპროექტის თაობაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ეს კანონპროექტი ევროპული და ევრაზიის ქვეყნებისათვის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და შეამცირებს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე. ეს კანონპროექტი ასევე ხელახალ ავტორიზებას უკეთებს რუსეთის ზეგავლენასთან გასამკლავებლად ფონდს, რათა რუსეთის კიბერშეტევებისაგან დაიცვას უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა და საარჩევნო მექანიზმები, აღმოფხვრას კორუფცია და მხარი დაუჭიროს რუსეთის პირდაპირი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს - როგორიცაა საქართველო და უკრაინა. კანონპროექტი წარმოადგენს აშშ-ის სურვილის თაობაზე ძლიერ განაცხადს, რომ მეტი გააკეთოს ევროპის ენერგოდივერსიფიცირებისა და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, მის დასახმარებლად.“ - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკლი მაქკოლმა საკომიტეტო სხდომაზე გამოსვლისას.

კონგრესმენების, ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისი), ბილ კიტინგისა (დემოკრატი-მასაჩუსეტსის შტატი) და ბრაიან ფიტსპატრიკის (რესპუბლიკელი-პენსილვანიის შტატი) და ვინსენტე გონზალესის (დემოკრატი-ტეხასის შტატი) თანასპონსორობით 7 მარტს შეტანილი ზემოხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროპის ქვეყნებს მოიპოვონ ენერგოუსაფრთხოება. იგი ასევე ემსახურება ენერგოწყაროებისა და ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიცირებას მთელს რეგიონში. ამ კანონპროექტით, კონგრესმენები მიზნად ისახავენ დაეხმაროს ევროპულ პარტნიორებს განავითარონ და დივერსიფიცირება გაუკეთონ მათ ენერგო წყაროებს, რაც გაზრდის ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებასა და მათ დაიცავს კრემლის ბოროტმოქმედებისაგან. კანონპროექტი აშშ-ის მიერ ევროპული ქვეყნების დასახმარებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ენერგოსექტორში რუსეთის ზეგავლენის შესამცირებლად. კანონპროექტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, 2020 ფისკალური წლისათვის დაგეგმილია 79 მილიონ 500 ათასი დოლარის ოდენობის გამოყოფა.

მსგავსი შინაარსის კანონპროექტი (S. 704) სენატორებმა რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი-ვისკონსინის შტატი), კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნეიუ ჰემპშირის შტატი), მარკო რუბიომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი) და ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი) 7 მარტს ასევე წარადგინეს აშშ-ის სენატში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა