logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“მერების შეთანხმების” ინიციატივით გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიიღო მონაწილეობა
“მერების შეთანხმების” ინიციატივით გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიიღო მონაწილეობა
11:57 16.03.2019
„მერების შეთანხმების“ ხელმომწერი საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და შეთანხმების მხარდამჭერების მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო.

„ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რაც მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კლიმატის პოლიტიკის განხორციელებას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ენერგოეფექტურობის განვითარებას, ტრანსპორტითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას.

„იმედი მაქვს, გავაუმჯობესებთ არსებულ პრაქტიკას და განვსაზღვრავთ სწორ პოლიტიკას, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ჰაერში. EU4Energy არის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში და შემდეგ დანერგვაში, რაც არსებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე“ - აღნიშნა ხატია წილოსანმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა