საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის
შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე იმსჯელეს და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ასევე, საარჩევნო და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებას შეეხო.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისა და საკანონმდებლო საქმიანობის ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

















