არგენტინაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, არგენტინის დეპუტატთა პალატაში
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს - დეპუტატ ბეატრის ავილას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის, მაღალი დონის ვიზიტების
დაგეგმვისა და მეგობრობის ჯგუფთან ერთად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო უახლოეს დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს არგენტინაში.

















