ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხურვალეთში განვიტარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაინება.
მისი შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებები უადგილოა და უმჯობესია ასეთი მნიშვნელოვანი საკიტხები სახელმწიფო სტრუქტურებმა მოაგვარონ.
"ხურვალეთთან დაკავშირებით-ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ- "ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა".
"რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს..." სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებები კი ასეთია.
რატომ უნდა ჩავიდნენ? რა უნდა გააკეთონ? უფროსი ვინ არის? გეგმა რა აქვთ?
იქნებ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცალოთ გააკეთონ თავიანთი საქმე!
1. სახელმწიფო უნდა სასწრაფოდ აღკვეთოს პანიკა და პანიკური განცხადებები, რასაც შესაძლოა პროვოკაციები მოჰყვეს;
2. სახელმწიფო სტრუქტურებმა აკეთონ თავიანთი საქმე;
3. აღნიშნულმა სტრუქტურებმა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას!
სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცალოთ გააკეთონ თავიანთი საქმე!" - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთში შეიარაღებული ნიღბიანები გამოჩდნენ. ვითარების შესასწავლად სოფელში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია შევიდა.

















