რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე
, ნიშნიანიძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
ზაზა გაბუნია: ‘’მოსახლეობას შევხვდი თემქაზე, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ნიშნიანიძის ქუჩაზე. აქ გამგეობა კარგ საქმეს აკეთებს-მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.“
ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩის N35-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 3500 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე მოწესრიგდა წყალარინების შიდა ქსელიც.

















