logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველები, რომლებიც უცხოეთში თავშესაფრის უფლების უკანონოდ მოიპოვებენ, ან სხვას დაეხმარებიან  სისიხლის სამართლის წესით დაისჯებიან
ქართველები, რომლებიც უცხოეთში თავშესაფრის უფლების უკანონოდ მოიპოვებენ, ან სხვას დაეხმარებიან  სისიხლის სამართლის წესით დაისჯებიან
13:18 15.03.2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას და შოთა ხაბარელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

როგორც მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განმარტა, ცვლილება ეხება ახალი დანაშაულის გაჩენას სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის მარტის ბოლოდან გაუჩნდა და სამწუხაროდ, ამ პერიოდის შემდეგ, ძალიან მოიმატა საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ტალღამ ევროკავშირში.

შემოთავაზებული ცვლილებების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, ყველა ქვეყანაში დასჯადია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის თავშესაფრის მიღება და ზოგადად, ქვეყანაში უკანონოდ დარჩენა კრიმინალიზებულია და არსებობს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებიც.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. თამარ ხულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ევროკავშირზე არ გავრცელდება, არამედ აქ საუბარია უკანონო მიგრაციაზე ნებისმიერ ქვეყანაში.

წარმოდგენილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამაშვილმა შეაფასა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა