არასამთავრობო ორგანიზაცია „ საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, დღეს ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციაზე ორგანიზაციის
დამკვირვებლებს დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.
მისი თქმით დღევანდელი აქციის მიმართ ორგანიზაციის ინტერესი გაორმაგებული იყო, რაც გუშინ აჭარაში მომხდარი ინციდენტით იყო განპირობებული.
„ აქციამ ძალზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არავითარ პროვოკაციას არ ჰქონია ადგილი“-განაცხადა ფუტკარაძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმში მიმდინარე აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები „საია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ უწევდნენ მონიტორინგ

















