logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი ოპოზიციას: შემახსენეთ 2008 წლიდან 2012 წლამდე როდის იყო საქართველოს საკითხი განხილული გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, ან ეუთოში და რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება კონფლიქტიდან მოკლე დროში?
ზალკალიანი ოპოზიციას: შემახსენეთ 2008 წლიდან 2012 წლამდე როდის იყო საქართველოს საკითხი განხილული გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, ან ეუთოში და რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება კონფლიქტიდან მოკლე დროში?
20:30 14.03.2019
„როგორ შეიძლება ჩიხურ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, როდესაც ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, რაზეც მეტყველებს ის ფორმატები და იქ მიღწეული შედეგები, რომელზეც მე დღეს გამოსვლაში ვისაუბრე - თუნდაც 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში, ასევე ასოცირების საბჭოს პრეს-რელიზი, სადაც მკაფიოდ არის ყველაფერი ასახული. ჩვენ ხომ მსგავსი პრესრელიზის დაწერას ძალით თავს არავის ვახვევთ. ეს არის ასახვა და შეფასება იმისა, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა. ამ ყველაფერს როგორ შეიძლება „ჩიხური საგარეო პოლიტიკა“ უწოდოთ? თუნდაც დღეს გამოქვეყნებული ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ავიღოთ, სადაც გენმდივანი, ღია კარის პოლიტიკის თავში საუბრობს საქართველოზე, როგორც კრიტიკულ პარტნიორზე, რომელიც აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის წარმომადგენელს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩიხური სიტუაციაა.



მინისტრი თავის საპასუხო გამოსვლაში ასევე შეეხო რუსეთის თემასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა ქმედება და აქტივობა საერთაშორისო ფორმატებში, რა თქმა უნდა, არის რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ განხორციელებული.



„2008 წლიდან 2012 წლამდე როდის ყოფილა უშიშროების საბჭოს ფორმატში რუსეთი ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი? ან ეუთოს მინისტერიალებიდან ერთი განცხადება მაინც შემახსენეთ აღნიშნული პერიოდის. როგორც ვიცით, ეუთოში კონსენსუსის პრინციპი არსებობს და ჩვენ გამოვიყენეთ ახალი შესაძლებლობები, იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები დაგმობილი ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ოდესმე ყოფილა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო აქტში რუსეთის ქმედებები ასეთი სიმკაცრით ყოფილიყო დაგმობილი, ოკუპაციას ოკუპაცია დარქმეოდა და საქართველო ყოფილიყო სანქციების ნაწილში მოხსენიებული? 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება? ხომ იყო შესაბამისი სიტუაცია იმისათვის, რომ მოგეხდინათ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოსადმი მოპყრობილი? დღეს, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც შეიძლება და რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა