logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანის განცხადებით ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული პროექტია და ამას კონკრეტული ნაბიჯებიც ადასტურებს
ზალკალიანის განცხადებით ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული პროექტია და ამას კონკრეტული ნაბიჯებიც ადასტურებს
20:27 14.03.2019
დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას განიხილავს როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. მინისტრის განცხადებით, ამას ადასტურებს თავად ის ფაქტიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, პროექტი შესულია ევროკავშირის მიერ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სატრანზიტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში, ასევე საყურადღებოა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემა ყოველთვის განიხილებოდა აშშ-ს მხარესთან მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომებისა და ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.


“საქართველოს მთავრობა დღიდან პროექტის ინიცირებისა ხაზს უსვამს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას მათ შორის ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ის რომ ანაკლიის პროექტი ჩასმულია ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანზიტო ქსელის ფარგლებში, ასევე ანაკლიის პროექტი მუდმივად დგას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკირი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგში და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა რომ სახელმწიფოსთვის აღნიშნული პროექტი არ არის პრიორიტეტული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება”- განაცხადა მინისტრმა.


საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და მაღალი დონის შეხვედრებზე მუდმივად საუბრობენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ისევე როგორც Hongqiao International Trade Forum-ის ფარგლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასმა.


„ აღსანიშნავია, რომ 4 მარტს რუმინეთში ვიზიტის დროს, სატრანსპორტო კორიდორის ინიცირებასთან დაკავშირებით ოთხმხრივ მინისტერიალზე (საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით) გამოსვლისას ვისაუბრე ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე ანაკლიის პორტზე საუბარი არის მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაში “- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.




მინისტრი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც წარადგინა 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე აგადადგმული ნაბიჯების შესახებ 2018 წლის ანგარიში. სხდომის ფარგლებში მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა