logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი: საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მომზადდება
ზალკალიანი: საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მომზადდება
17:14 14.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.

„შეიძლება ითქვას, რომ საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ცალსახადაა ხაზგასმული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დოკუმენტი ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და მის მიღმა ევროკავშირთან უფრო ამბიციურ და ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები.

მინისტრის თქმით, დოკუმენტის ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

საგარეო უწყების ხელმღრვანელმა აღნიშნა, რომ მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციის ზემოქმედების შეფასებას (RIA), რის შედეგადაც იდენტიფიცირებული აქტივობები აისახება ევროინტეგრაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ა.წ. 1 მარტს განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის მიერ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა