logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზალკალიანი: ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ
ზალკალიანი: ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ
14:25 14.03.2019
ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.

"ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ. ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ანგარიშში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და იქ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.

"ანგარიშში საუბარია ითხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. ასევე საუბარი არჩევნებზე. აქაც მოყვანილია ეუთო-ს დასკვა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლობის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ", – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა