logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
დავით ზალკალიანი: ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
13:37 14.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,დავით ზალკალიანმა, თავის ვანუატუელ კოლეგას რალფ რეგენვანუს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით. 

აღინიშნა, რომ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გაგრძელდება აქტიური დიალოგი ვანუატუსა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსაზღვრის მიზნით.

"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვანუატუს რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და გამოთქვამთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი", -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ვანუატუს მხარე დეტალურად გაეცნო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებებს.

"ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მადლიერი ვართ, რომ
ვანუატუს რესპუბლიკა ურყევად ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. გვჯერა, რომ ვანუატუს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თავის მხრივ, ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რალფ რეგენვანუმ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებიც. ამ კუთხით ხაზი გაესვა წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების ფორუმის (PIF) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"საქართველოს მთავრობა ვანუატუს განიხილავს ,როგორც უაღრესად მნიშვნელოვან ქვეყნას სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში. შესაბამისად, მივიჩნევთ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ კარგი შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. განვიხილეთ დარგობრივ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ ინტენსიურ დიალოგს თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსაზღვრის მიზნით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში რალფ რეგენვანუს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს, იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა